Drive logo

შეისწავლეთ Drive-ის საცავის ფუნქციები

თქვენი მონაცემები, თქვენი ინდივიდუალურობა — Drive-ის ფუნქციები

 

თქვენი საცავი თავსებადია Drive-თან, Gmail-თან და Google Photos-თან, ამიტომ, შეგიძლიათ შეინახოთ ფაილები, ელფოსტის დანართები და ფოტოების სარეზერვო ასლები პირდაპირ Drive-ში. ასევე, შეგიძლიათ შეიძინოთ უფრო დიდი ღრუბლოვანი საცავის სატარიფო გეგმა, როდესაც დაგჭირდებათ.

Google Drive-ის 15 გბაიტიანი თავისუფალი საცავის ლოგო

ფოტოები, ვიდეოები, პრეზენტაციები, PDF-ები — თვით Microsoft Office-ის ფაილები. ფაილის ტიპს მნიშვნელობა არ აქვს, Drive-ში ყველაფერი უსაფრთხოდ ინახება.

Google Drive-ის ფაილის ტიპების ჩამონათვალი, სურათების, დოკუმენტებისა და მუსიკის ჩათვლით

Drive-ში ფაილები პირადია მანამ, სანამ მათ გაზიარებას გადაწყვეტთ. შეგიძლიათ სწრაფად მოიწვიოთ სხვები ნებისმიერი, თქვენ მიერ არჩეული ფაილის ან საქაღალდის სანახავად, მასზე კომენტარის დასატოვებლად და რედაქტირებისთვის. ეს გამარტივებული ონლაინ კოლაბორაციაა.

Google Drive-ის კონფიდენციალურობისა და გაზიარების ვარიანტები

თქვენი ფაილების უსაფრთხოება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, ყოველი ფაილი უსაფრთხოდ რჩება Drive-ში, მიუხედავად იმისა, რა დაემართება თქვენს სმარტფონს, ტაბლეტს ან კომპიუტერს. Drive დაშიფრულია SSL-ის გამოყენებით, უსაფრთხოების იმავე პროტოკოლით, რომელიც გამოიყენება Gmail-ში და Google-ის სხვა სერვისებში.

Google Drive-ის უსაფრთხოების საკეტი

აგებულია Google-თან თავსებადობისთვის

 
Gmail ფოტოს დანართის ერთი დაწკაპუნებით შენახვა დრაივზე

დაიჭირეთ მაუსი დანართზე Gmail-ში და მოძებნეთ Drive-ის ლოგო. აქ შეგიძლიათ Drive-ში შეინახოთ ნებისმიერი დანართი, რათა მოახდინოთ მათი ორგანიზება და გაზიარება ერთ, უსაფრთხო წერტილში.

Gmail ფოტოს დანართის ერთი დაწკაპუნებით შენახვა დრაივზე

Drive-ს შეუძლია ამოიცნოს ობიექტები თქვენს სურათებსა და ტექსტში, სკანირებულ დოკუმენტებში. ასე რომ, შეგიძლიათ მოიძიოთ სიტყვა, როგორიც არის „ეიფელის კოშკი“, და მიიღოთ ტექსტური დოკუმენტები ამ სიტყვით, ასევე, ნამდვილი ეიფელის კოშკის სურათები.

ორეგონის სანაპიროს ფოტო შენახულია Google Drive-ზე და გაზიარებულია Google+'ში

შეინახეთ თქვენი ფოტოები Drive-ით და დაინახეთ, როგორ ცოცხლდებიან ისინი Google Photos-ში. მიიღეთ ფოტოების ექსპერტის ხარისხით რედაქტირებული იერსახე ძალისხმევის გარეშე, გარდა ამისა — ანიმაციები, ფილმები და სხვა...

Google Drive-ის მონაცემები Chromebooks-ზე

Google Drive ჩაშენებულია Chromebooks-ში, ასე რომ, თქვენი ფაილებისა და ფოტოების სარეზერვო ასლები ავტომატურად იქმნება. თქვენ მიიღებთ 100 გბაიტიან თავისუფალ საცავს ორი წლით, უახლესი Chromebooks-ით.

 

აპებთან მოხერხებული ინტეგრაცია

 

შექმენით და კოლაბორაციულად იმუშავეთ სხვებთან ერთად. გააზიარეთ დოკუმენტები და ფაილები, ააგეთ ელცხრილები და შექმენით პრეზენტაციები სახელდახელოდ, ჩვენი Docs, Sheets და Slides აპებით.

Google Drive Docs, Sheets და Slides გასაზიარებლად ხელმისაწვდომია

Google Forms გაძლევთ საშუალებას, გაუშვათ გამოკითხვა ან სწრაფად შექმნათ გუნდის სია მარტივი ონლაინ ფორმით. შემდეგ კი შეამოწმეთ შედეგები, აკურატულად ორგანიზებული ელცხრილში.

Google Forms Google Drive-ის მაგალითი

შექმენით დიაგრამები, ბლოკ-სქემები და შემდეგ მარტივად დაამატეთ სხვა დოკუმენტებში ან ჩააშენეთ ვებგვერდში Google Drawings-ის მეშვეობით.

Google Drawings-ის ხატულა

დაარედაქტირეთ პროფილის ფოტო, შექმენით ლანდშაფტის დიზაინი, ინტელექტ-რუკა და სხვ. Drive-ის 100-ზე მეტი აპი დამატებით ფუნქციებს გთავაზობთ. სცადეთ ეს აპები Chrome Web-ის კოლექციიდან (Chrome Web Store) დაინსტალირებით.

ხელმისაწვდომია 100-ზე მეტი Google Drive აპი

Drive კიდევ უფრო მეტ ფუნქციონალობას გთავაზობთ

 
Android ტელეფონით ფოტოს გადაღებით Drive-ზე დოკუმენტების შენახვის მაგალითი

დაასკანირეთ თქვენი ყველა ქაღალდის დოკუმენტი Drive-ით Android-ისთვის. უბრალოდ, აღბეჭდეთ დოკუმენტების ფოტოები, მათ შორის, ქვითრები, წერილები და ამონაწერები და Drive მყისიერად შეინახავს მათ PDF-ებად.

Google Drive-ის ხაზგარეშე ან ონლაინ გადამრთველი

გახადეთ ფაილები ხელმისაწვდომი ხაზგარეშე რეჟიმში. ამით შეძლებთ ფაილები მაშინაც დაათვალიეროთ, როდესაც თქვენს ტელეფონს ან ტაბლეტს ინტერნეტთან კავშირი არ ექნება, მაგ. თვითმფრინავში ან ცუდი კავშირის მქონე შენობაში.

Google Drive-ის ფაილის ცვლილებების ისტორიის მაგალითი

ფაილების ტიპების უმრავლესობაზე წვდომა ბოლო 30 დღის მანძილზე გექნებათ. ამით მარტივად ნახავთ, თუ ვინ განახორციელა ცვლილებები და ასევე გადახვალთ ძველ ვერსიებზე. ეს ფაილების ვერსიების გამარტივებული მართვაა.